პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსის ბრალდებებს ეხმაურება.
საუბარია, თამარ ბაგრატიას განცხადებაზე, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილისგან ზეწოლა დაასახელა. თამარ ბაგრატიას თქმით, მას ნინო თანდილაშვილი სთხოვდა თანამდებობაზე არა კვალიფიცირებული პირი, კონკურსის გარეშე დაენიშნა.
სოფო კილაძე გამორიცხავს , რომ არსებული ხელისუფლების პირობებში მსგავს ჩარევას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, ამბობს, რომ თუ ადგილი ჰქონდა რაიმე დარღვევას ამას მტკიცებულებები სჭირდება.
„მე გამოვრიცხავ იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სისტემური სახე ჰქონდეს რაღაც დირექტივებს და არა სამართლებრივად სწორ ჩარევებს კონკრეტული ადამიანების კომპეტენციაში. ამას მე გამოვრიცხავ. თუ სადმე რაიმე კონკრეტული დარღვევა იყო და კონკრეტულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია ამას სჭირდება თავისი მტკიცებულებები,“-განაცხადა სოფო კილაძემ.