18 ნოემბერი 2024,   00:30
ვრცლად
"მინისტრის მოადგილე მთხოვდა მოადგილედ დამენიშნა პირი, რომელიც თავს ვერ გაართმევდა ამ მოვალეობას"-თამარ ბაგრატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ დაწვრილებით ჰყვება იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც მისი თქმით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მასზე ახორციელებდა. თამარ ბაგრატიას განმარტებით, ნინო თანდილაშვილი მას აიძულებდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ არაკვალიფიციური პირი დაენიშნა.  

„ქალბატონი ნინო თანდილაშვილი მთელი დღის დღის განმავლობაში ახორციელებდა ჩემზე ზეწოლას, როგორც სატელეფონო საუბრებით , ასევე viber-ში მიმოწერით, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველი მოადგილის თანამდებობაზე დამენიშნა კონკრეტული პირი. მე არ ვთვლიდი , რომ ის ადმიანი , რომელსაც მიმითითებდნენ ასე ცალსახად და დაჟინებულად  იყო ის ადამიანი , რომელიც გაართმევდა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს თავს,“-განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

დღეს თამარ ბაგრატიამ დაასახელა ის პირიც, ვის დანიშვნასაც სთხოვდნენ. მისი თქმით ეს არის გარემოს დაცვის სამინისტროს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მთივლიშვილი. 

თამარ ბაგრატიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები