მოხუცი ცოლ-ქმარი ოჯახის წევრებს ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.
პენსიონერების თქმით, წლების განმავლობაში სისტემატური ძალადობის მიზეზი ერთი ოთახია, რომელშიც მოხუცები ცხოვრობენ.
85 წლის მიხეილ ტარიელაძე ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში საკუთარ შვილს, რძალსა და შვილიშვილებს ადანაშაულებს.
მოხუცს რომ დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, ამას ფოტო და სამედიცინო დასკვნაც ადასტურებს.
შვილის გარდა, მოხუცი ცოლ-ქმარი დეტალურად ყვება, როგორ ძალადობს მათზე რძალი. ტარიელაძეები ამტკიცებენ, რომ შვილის ცოლმა რამდენჯერმე მათ ძვირფასი ნივთების და საკვების მოპარვაც დააბრალა.
მოხუცი ცოლ-ქმარი ამბობს, რომ სოფელში სტუმრად ჩასული ბავშვები დასცინიან და ფიზიკურად უსწორდებიან.
ტარიელაძეებმა ძალადობის ფაქტების შესახებ, მათი მტკიცებით, ჩაქვის პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მოხუცი ცოლ-ქმარი ვარაუდობს, რომ პოლიცია, მოძალადე რძალთან ნათესაური კავშირის გამო, ფაქტებით არ დაინტერესდა.
კურიერთან მშობლების ბრალდებებზე ტარიელაძის შვილი და რძალი არ საუბრობენ. შვილიშვილმა კი სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ მოხუც ცოლ-ქმარს ფსიქიკური პრობლემები აქვთ, ძალადობის ფაქტები კი გამოგონილია.
არსებობს ფოტო და სამედიცინო დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ მოხუცს დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე