„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქალაქეების საჩივრებს ეცნობა. ზალიკო უდუმაშვილმა თანაგუნდელებთან ერთად, საკრებულოს ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე სოლოლაკის ერთ-ერთი ქუჩის მცხოვრებთა პრობლემები მოისმინა და შემდეგ მათთან მივიდა.
ოპოზიცია 9 აპრილს დაზარალებულ პირებსაც შეხვდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეკრებილებს შეჰპირდნენ, რომ თბილისში მცხოვრები 1989 წლის აპრილის მოვლენების მონაწილეების საკითხს საკრებულოს პირველივე სხდომაზე დააყენებდნენ. პარალელურად კი მათი პირობების გაუმჯობესების მიზნით ახალ კანონპროექტზე მუშაობას დაიწყებენ.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იურიდიული კონსულტაციითა და უფასო ადვოკატირებით დაეხმარება "ამხანაგობა ნაძალადევი 2008"-ის დაზარალებულებს. მათი მტკიცებით, 20 ოჯახი ბანკი „ქართუს“ იურისტმა და მისმა მეუღლემ ჯერ მოატყუა, შემდეგ კი მათ მიერ აშენებული კორპუსი მიითვისეს. დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი უკვე რამდენიმე კვირაა მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს.
მომდევნო შეხვედრას ზაალ უდუმაშვილი თანაგუნდელებთან ერთად მომდევნო ხუთშაბათს გამართავს. ოპოზიციაა მზად არის ნებისმიერი მოქალაქის პრობლემა მოისმინოს.