მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც "C.T.Park"-თან 10 აპრილიდან ხელშეკრულება გაწყდება, კომპანიის ხელმძღვანელობა განცხადებით კიდევ ერთხელ ეხმაურება.
კომპანიის გენერალური მენეჯერი, კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს. როგორც ბინიმინ ლაჰავი აცხადებს, კომპანიას, იმედი აქვს, რომ უცხოელი ინვესტორთან უსაფუძვლოდ გაწყვეტილი კონტრაქტის გამო საქართველოს სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია დავის გაგრძელებას საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.
კომპანიის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არკანონიერია და უცხოელი ინვესტორების მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები.
მისი თქმით, "C.T.Park" პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლია.
"უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოყენებულ იქნა არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის ნათელია დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცესში კომპანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე.
ვიმედოვნებ ქართული სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ მოიწონებს უცხოელი ინვესტორისათვის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტს ასეთი არასამართლიანი საფუძვლებით. კომპანია რომელიც ასრულებდა მასზე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას და მერიის მითითებებს, როგორც ქვე-კონტრაქტორი სრულიად ჯეროვნად, შეწყდა მთავრობის მიერ ყოველგვარი სამართლებრივი ან ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე.
ამასთანავე, მერიის ოფიციალური განცხადებებით შევიტყვეთ, რომ 10 აპრილის შემდეგ, მას მერე რაც კონტრაქტი შეწყდება, არაფერი შეიცვლება პარკირების სისტემაში და არც ჯარიმების ოდენობა შეიცვლება, რაც აძლიერებს ჩვენ ეჭვს მასზედ, რომ "სიტი პარკის" მისამართით მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს,"-განაცხადა კომპანიის გენერალურმა მენეჯრმა.
ბინიმინ ლაჰავი თბილისის მერს კითხვით მიმართავს - კომპანიის მენეჯერს აინტერესებს, რატომ განაცხადა კახა კალაძემ რომ გამოწერილი ჯარიმების 99% გაუქმდა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია არის მცდარი და ის არ შეესაბამება სიმართლეს.