საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან.
უწყების ცნობით, 10-მდე პირი საბაგიროს კალათის ვარდნის შედეგად დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.
დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.