გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა.
„კურიერის“ ინფორმაციით, საბაგიროს მუხრუჭები დაუზიანდა, რამაც ბაგირი ვერ დაიჭირა და კალათების უკუსვლა გამოიწვია.
„კურიერის“ ინფორმაციით, საბაგირო გასულ შაბათ-კვირას ტექნიკური გაუმართაობის გამო ავარიულად იყო გათიშული.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ამ დროისთვის მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოჰყავთ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულთა გადმოსაყვანად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. მათ პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარდათ.