18 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა- ეკონომიკის სამინისტრო გუდაურში მომხდარ შემთხვევაზე განმარტებას აკეთებს

„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა,“ - აღნიშნული განცხადება, გუდაურში მომხდარი უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულები გუდაურის ამბულატორიაში გადაჰყავთ  სამაშველო ჯგუფებს.

უწყების ცნობით, შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.

სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები