18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
შსს-მ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

 

გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები