გუდაურში, საბაგირო, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა და შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, გასულ კვირას ტექნიკური გაუმართაობის გამო იყო გათიშული.
ინფორმაცია მთის კურორტების კომპანიამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა. ადმინისტრაციის ინფორაციით, რამდენიმე დღის წინ მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო სისტემა, რამაც საბაგიროების დროებით გაჩერება გამოიწვია.
„მოგახსენებთ, რომ დღეს დილის 9 საათზე კურორტ გუდაურში, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტრო სისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.
ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა,“ - წერია განცხადებაში, რომელიც მთის კურორტების კომპანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.