გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. ტურისტების თქმით, საბაგიროზე სავარაუდოდ სამუხრუჭე სისტემა დაზიანდა, რის გამოც საბაგიროს შეჩერება ვეღარ მოხერხდა.
„საბაგიროს გაუმართავობა აშკარა იყო. როგორც ჩანს მუხრუჭები გაუფუჭდა და საბაგირომ ვეღარ გაუძლო იმ ხალხის სიმძიმეს ,რომელიც ზემოთ ადიოდა, ამის შემდეგ სავარძლები დაიმტვრა და ერთმანეთში აიხლართა, ამის გამო საბაგირო თანდათან გაჩერდა. რთული იყო რეაგირება“-ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.
ერთ-ერთი დაშავებული ამბობს, რომ მასაც სხვა ტურისტებივით „საძელედან“ გადმოხტომა მოუწია. მისი თქმით, იმდენად საშიში სიტუაცია შეიქმნა, რომ ხალმა დამცავი ღვედები გახსნა და გადმოხტომა დაიწყეს.
„როგორც ჩანს სამუხრუჭე სისტემა დაზიანდა, უკან რომ დავეშვით ხალხი გადმოხტა, რეალურად საშიში სიტუაცია იყო და ხალხი პანიკამ მოიცვა. მეც ზემოთ ვიყავი და გადმოხტომა მომიწია“-ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.