„ამ საბაგიროს და არა მთლიანად კურორტს, ელექტროენერგია გაეთიშა და მას შემდეგ ის საშინელს მოხდა, რაც ყველას ნანახი გვაქვს, მიმდინარეობს გამოძიება,“- ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, სანდრო ონოფრიშვილმა გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საბაგირო ტექნიკურად შემოწმდა 2017 წლის 22 დეკემბერს.
„მიზეზი არ ვიცით, ამ წუთას ჩვენ გამოძახებული გვაყავს მწარმოებელი კომპანიის ექსპერტები, რომლებიც ხვალ ჩამოვლენ და გვექნება ნათელი სურათი თუ რა მოხდა," - აღნიშნა ონოფრიშვილმა.