ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება -ამის შესახებ "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.
მოძრაობის წევრები ბათუმის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს დახურული შეხვედრაზე ესაუბრნენ.
"ქართული მარშის" წევრებმა ბათუმის მერიის შენობა უკვე დატოვეს. განცხადება ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემაც გააკეთა.
„არც ყოფილა და არც არის იმ ფაქტთან დაკავშირებით, მოუხდება თუ არა და უნდა იყოს თუ არა ქალაქში დავით აღმაშენებლის ძეგლი იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ საქართველოს ქალაქს დაამშვენებს და ნებისმიერი ქალაქისთვის იქნება პატივი, ჰქონდეს დავით აღმაშენებლის ძეგლი,“- აღნიშნა კომახიძემ.