დათო ევგენიძე და ნიკა მაჩაიძე თავისი ნაწარმოებით განსხვავებულ პროექტს ქმის. მათი საერთო მუსიკა მხოლოდ ერთხელ შესრულდება.
პროექტი, რომელიც 8 ინსტრუმენტსა და რამდენიმე ჟანრს, მათ შორის აღმოსავლურ მუსიკას აერთიანებს. პროექტი მუსიკოსებისთვისაც ექსპერიმენტია, ამიტომ იმპროვიზაცია კონცერტის განუყოფელი ნაწილი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დათო ევგენიძესა და ნიკა მაჩაიძეს ერთად ბევრჯერ უმუშავიათ, ეს კონცერტი ორივესთვის სიახლე იქნება.
4 საათიან მუსიკალურ საღამოზე ნიკა კოჩაროვი ბენდთან ერთად დათო ევგენიძის ნაწარმოებს საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულებს. ნაწარმოები კომპოზიციის ავტორის თქმით თავის დროზე ვერ განვითარდა, მიზეზი კი შესაბამისი მუსიკალური სივრცეების არ არსებობა იყო.
კონცერტს მხატვრულად ლიკა ევგენიძე და უტა ბექაია გააფორმებენ.
ნიკა მაჩაიძის და დათო ევგენიძის კოლაბორაციის გარდა საღამოზე კომპოზიტორების ძველი ნაწარმოებებიც შესრულდება. კონცერტი კი სფეისჰოლში დღეს საღამოს 10:00 საათზე დაიწყება.