აუტიზმის მქონე 7 წლის გაბრიელ ნიშნიანიძის დედა სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დახმარებას სთხოვს. მისი განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა ბოლო რამდენიმე კვირაა უფრო დამძიმდა და მას სენსორული თერაპია სჭირდება.
ბავშვის დედა, თამარ იარაჯული ამბობს, რომ პროგრამაში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რაოდენობა შევსებულია და სხვა პაციენტებისთვის ადგილი არ არის.
თამარ იარაჯული ამბობს, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.