სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა. ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში.
7 მათგანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, რომელთა შორისაა რესტორნები: „თაღლაურა,“ „ძველი ქალაქი,“ კაფე „კალა,“ „კრუიზი,“ „ოქროს კათხა.“
სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი. დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში.