18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
რუსეთში პრეზიდენტის არჩვნების გამო, ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს კეტავს

რუსეთში 18 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების დროებითი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "17 მარტის 21:00 საათიდან დროებით შეჩერდება მოქალაქეთა გადაადგილება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში. გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება“.

 

 

 

 

დღის ამბები