გუდაურში საერთაშორისო ექსპერტები ჩავიდნენ. სწორედ მათ უნდა დაადგინონ, თუ რა გახდა 16 მარტს ერთ-ერთ საბაგიროზე მომხდარი ავარიის მიზეზი. მათთან ერთად მაღალმთიან კურორტზე ავიდნენ კომპანია ”დოპელმაიერისა” და პროკურატურის წარმომადგენლები.
„ჩამოვიდა საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტთა ჯგუფი. ახლა იგეგმება სამუშაო შეხვედრა რომ დავგეგმოთ. შემდგომ ავალთ ზემოთ და უკვე უშუალოდ ადგილზე დაიწყება გამოძიება,“-განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ჭირაქაძემ.