გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული შვედი ქალბატონი, რომელიც ორსულად არის, კვლავ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დაშავებული კლინიკა „მედი ქლაბშია“ მოთავსებული. ექიმების განცხადებით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, სტაბილურია კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.
„მკურნალობას აგრძელებს ერთი დაშავებული ქალბატონი, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება დამაკმაყოფილებელია სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით. გრძელდება გეგმიური და სიმპტომური მკურნალობა და უახლოეს პერიოდში დაიგეგმება მისი გაწერა,“-განაცხადა პაციენტის მკურნალმა ექიმმა.