ესპანეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი მადრიდის ქუჩებში ორი ძირითადი მოთხოვნით შეიკრიბა. მოსახლეობა უსაფრთხოების შესახებ კანონის გაუქმებას და პენსიების გაზრდას მოითხოვს. მოსახლეობას არ მოსწონს 2014 წელს უსაფრთხოების შესახებ მიღებული კანონი, რომელიც არასანქცირებული მიტინგების ჩატარებისა და ანტისამთავრობო ლოზუნგების გაჟღერების შემთხვევაში 30 ათასამდე ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
ამას გარდა აქციაზე შეკრებილებმა დაგეგმილი საპენსიო რეფორმაც გააპროტესტეს. მათ უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ მარიანო რახოის მთავრობამ პენსიების მხოლოდ 0.25 მეასედი პროცენტით გაზარდა დააანონსა, მაშინ როცა ინფლაციის მაჩვენებელმა ერთ პროცენტს გადააჭარბა. აქციის მონაწილეები განაკვეთის გაზრდას ითხოვენ წინააღმდეგ შემთვევაში პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.