18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
მოწამლული სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი - ბრიტანეთმა რუსეთს ქვეყნის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებაზე უარი უთხრა

ბრიტანეთმა რუსეთს სერგეი სკრიპალის კლინიკაში მონახულებაზე და ქვეყნის ტერიტორიაზე გამოძიების ჩატარებაზე უარი უთხრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით საქმე აღძრა, რუსულმა მხარემ ოფიციალურ ლონდონს დაზარალებულებთან და საქმის მასალებთან დაშვება მოსთხოვა. მოსკოვში განმარტავენ, რომ სერგეი და იულია სკრიპალები რუსეთის მოქალაქეები არიან და გამოძიება რუსულმა მხარემ უნდა ჩაატაროს.

ლონდონმა საკუთარი უარი უკვე განმარტა და აღნიშნა, რომ საქმე ბრიტანეთის მოქალაქეს ეხება. გრუს ყოფილი ოფიცერი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში ნეირო-ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს. ლონდონში აცხადებენ, რომ ე.წ. ნოვიჩოკი რუსეთში წარმოებული საშიში ქიმიური ნივთიერებაა და მათი მოწამვლის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა გასცა. სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ამ დრომდე კომატოზუ​რ მდგომარეობაში იმყოფებიან.

 

დღის ამბები