გუდაურში მყოფი საერთაშორისო ექსპერტები და გერმანული კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლები საბაგიროზე ასასვლელად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს ელოდებიან. სწორედ სამართალდამცველებმა უნდა ახსნან საბაგიროს ავარიის შემდეგ დადებული ლუქი, თუმცა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს დოკუმენტაციის შესწავლა. ექსპერტები ამბობენ, რომ გამოძიება ორ ეტაპად ჩატარდება.
„ჩვენი ინსპექცია ორ ეტაპს მოიცავს. პირველ რიგში შევისწავლით კონსტრუქციის მექანიკურ მდგომარეობას. შევამოწმებთ ელექტრომომარაგების სისტემას. ამის შემდეგ შევისწავლით დოკუმენტაციას. გავეცნობით ინციდენტის ისტორიას და პირველადი შემოწმების შემდეგ გავაკეთებთ ჩანაწერებს,“-განაცხადა ექსპერტმა ურტ კარამანიმ.