18 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
"კომუნიკაციის პრობლემები იყო 2 საათი... ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით" - საბაგიროს ავარიის დროს ადგილზე კომუნიკაციის საშუალებები მოიშალა

მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლები გუდაურში 16 მარტს მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობენ.  მათი ინფორმაციით საბაგიროს ავარიის დროს გაითიშა კომუნიკაციის საშუალებებიც, რის გამოც 2 საათის განმავლობაში საბაგიროს თანამშრომლებთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.  

„კომუნიკაციის პრობლემა იყო სამწუხაროდ ორი საათის განმავლობაში. მიზეზი არ ვიცით. რადიო იმპულსიც ძალიან შეფერხებით მუშაობდა და ამას გამოკვლევა დაადგენს თუ რატომ იმ დროს ზუსტად არ მუშაობდა კომუნიკაცია. მე პირადად რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიყავი ინფორმაციის ვაკუუმში იმიტომ, რომ არ ვიცოდი ზუსტად რა ხდებოდა საძელეს მიმდებარე ტერიტორიაზე,“- განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა სანდრო ონოფრიშვილი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ რამ გამოიწვია კომუნიკაციის საშუალებების მოშლა და ამბობენ, რომ ეს საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს.

„კომუნიკაცია ჭირდა თანამშრომლებთან ვინც იყო უშუალოდ ადგილზე, იმათთან დაკავშირება ჭირდა ტელეფონით. მიზეზს ვერ ვიტყვი რა შეიძლება ყოფილიყო, თუმცა ფაქტი იყო რომ ვინც ადგილზე იყო იმათთან დაკავშირება შეუძლებელი იყო,“-განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ჭირაქაძემ. 

დღის ამბები