თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის საწყობში რკინის შედუღების დროს 60 და 40-წლამდე ასაკის მამაკაცები დაშავდნენ.
ადგილობრივების თქმით, შენობაში ბუნებრივი აირი დაგროვდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია. ორივე დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის განცხადებით, პაციენტებს დამწვრობა აღენიშნებათ და შემდგომი მკურნალობისთვის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყვანა იგეგმება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო.