გუდაურში, ავარიის შემთხვევის ადგილს ექსპერტები სწავლობენ. 14-მა სპეციალისტმა, რომელთა შემადგენლობაში შედიან როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს სპეციალისტები, ასევე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, საძელე საბაგიროს დათვალიერება უკვე დაიწყეს. გამოძიება ორ ეტაპად ჩატარდება. ექსპერტები შეისწავლიან როგორც დოკუმენტაციას, ასევე საბაგიროს ტექნიკურ მახასიათებლებს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საძელე საბაგიროს ლუქი ახსნეს.
უბედური შემთხვევა გუდაურში ორი დღის წინ მოხდა. საბაგიროს წყობიდან გამოსვლის გამო, რომელმაც უკუსვლა დაიწყო დაშავდა 11 ადამიანი.