18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"მე ხმა მომავალს და ძლიერ პრეზიდენტს მივეცი," - ანატოლი ბიბილოვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღის შედეგზეა დამოკიდებული, მომავალი განვითარება,“ - ეს განცხადება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა.

ბიბილოვმა, რომელიც ე.წ. არჩევნებზე იმყოფებოდა, თქვა, რომ მან ხმა მომავალს მისცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ დღის შედეგზეა დამოკიდებული, მომავალი განვითარება. მე ხმა მომავალს და ძლიერ პრეზიდენტს მივეცი, დღეს ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს, რადგან არჩევნები ყველა სირთულის მიუხედავად, ზეიმია. მოსული ხალხის ნაკადი ადასტურებს, რომ სამხრეთ ოსეთში აღელვებთ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, რადგან თვითონაც რუსეთის მოქალაქეები არიან. ასე, რომ ხასიათი შესანიშნავია და ყველას მოვუწოდებ, მოვიდეს და ხმა მისცეს,“ - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველად ჩატარდა ანექსირებულ ყირიმში და ასევე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

დღის ამბები