არალეგალურად შემოტანილი მედიკამენტები აფთიაქებში - P.S.-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ივანე აბესაძე დაუკავშირდა. ის ყვება, რომ არის შემთხვევები, როდესაც არალეგალურად შემოტანილ ვადაგასულ მედიკამენტებს ვადას შეგნებულად, ხელოვნურად უცვლიან.
საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც P.S-ს დაუკავშირდა, ამბობს, რომ დამნაშავეებზე ხელის დაფარების მიზეზი ნათესაური კავშირებია. დარომ ფარმაცევტული ბაზრის ზოგიერთ წარმომადგენელს ახლო ნათესავი ჰყავს ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის და ამიტომ დაუსჯელად ჩადის უკანონობას.
ივანე აბესაძე ამბობს იმასაც, რომ ის სამსახურიდან სწორედ იმ მოტივით დაითხოვეს, რომ სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან ტაბუირებულ თემებს, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში არსებულ კანონდარღვევებს შეეხო.
მისი თქმით ხელმძღვანელობა აიძულებდა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა და უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერებით ემუქრებოდა, თუმცა საბოლოდ ის სამსახურიდან ფინანსური პოლიციის დასკვნის საფუძველზე ე.წ. "მგლის ბილეთით" გაუშვეს.
ივანე აბესაძე თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე სასამართლოში დაობს.