18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
ძაღლის სიყვარულის და ერთგულების ისტორია - ქართველი ჰაჩიკო თბილისის ქუჩებში

ძაღლი, რომელიც 54 ნომერი ავტობუსის მძღოლებს დაჰყვებოდა. მოქალაქეები, რომლებსაც 54 ნომერი ავტობუსით უმგზავრიათ, ადვილად შეამჩნევდნენ ძაღლს, რომელიც ავტობუსს მუდმივად გვერდით მისდევდა.

თუ საცობი იყო და ავტობუსი ნელა მიდიოდა ძაღლი უსწრებდა და შემდეგ გაჩერებაზე ელოდებოდა, როცა გზა თავისუფალი იყო ძალ-ღონეს არ იშურებდა ავტობუსს დასწეოდა. ძაღლისთვის გადაღებულ ვიდეოს, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ავტობუსის მძღოლები, ამბობენ, რომ ეს ძაღლი დაახლოებით 2 თვის წინ დიდ დიღომში ბაზაზე მივიდა. შეიფარეს, საჭმელს აჭმევდნენ და როცა მძღოლები რეისს ასრულებდნენ, ისიც თან მიჰყვებოდა.

ინტერნეტში ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ლია გაბუნია გამოჩნდა, რომელმაც ძაღლის შეფარების სურვილი გამოთქვა. რადგან დიდი საფრთხე იყო ასე სირბილის დროს მანქანა დაჯახებოდა ჰაჩიკო, ახალ პატრონთან წაიყვანეს და ახლა მას ნოა ჰქვია.

დღის ამბები