18 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ცხოვრება ქვედა კიდურების გარეშე - საბედისწერო შემთხვევა, რომელმაც 45 წლის მამაკაცის ცხოვრება სრულიად შეცვალა 

უბედური შემთხვევა, რომელმაც  ზაქარია მირიანაშვილის ცხოვრება საბედისწეროდ შეცვალა. 45 წლის ზაქარია ახლა შილდაში ცხოვრობს, თუმცა მისი ტრაგიკული ისტორია ფონიჭალაში დაიწყო. მას მოულოდნელად ელმავალი დაეჯახა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ერთადერთი ადამიანი, ვინც ზაქარიაზე ზრუნავს, პენსიონერი დედა, ნუნუ მირიანაშვილია.

ზაქარია მირიანაშვილს სახელმწიფო ეტლის და პროთეზის შეძენაში დაეხმარა, თუმცა თანხის ნაწილი თავად დაფარა და შემდეგ ვერცერთი გამოიყენა. ახლა მეზობლის ნაჩუქარ ეტლში ზის. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ზაქარიას და დედის პენსიაა. სოციალური დახმარება არ აქვთ.  

ოჯახის თანასოფლელებმა „პოსტსკრიპტუმს“ ზაქარიას დახმარების თხოვნით წერილი გამოუგზავნეს. წერილს, რომლიც ტელევიზიაში მოვიდა, 102 ადამიანი აწერდა ხელს. მეზობლები მთავრობას მირიანაშვილებისთვის სოციალური დახმარების დანიშვნას სთხოვენ.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ოჯახი ასეთი სარეიტინგო ქულებით სოციალურ შემწეობას ვერ მიიღებს. ზაქარია კი რთულ ყოფასთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრებას აგრძელებს და ოცნებობს, რომ ფეხზე დადგომას ოდესმე პროთეზის დახმარებით მაინც შეძლებს.

ავტორი: ნანიკო სისვაძე. 

დღის ამბები