"მხოლოდ ქართულის“ შესარჩევი ტური თბილისში დასრულდა. თბილისის ქასთინგზე 300-ზე მეტი კონკურსანტი მივიდა, იმისთვის რომ პროექტში მონაწილეობა მიეღო. ჟიური რთული ამოცანის წინაშე დადგა და მათ საუკეთესო კონკურსანტები შეარჩიეს. „მხოლოდ ქართულის“ შესარჩევი ეტაპები დასრულებულია. მეორე ტურში გადასული რამდენიმე ათეული კონკურსანტიდან კი ჟიურიმ საუკეთესო ათეული უნდა შეარჩიოს.
ჟიურის წევრებმა საკუთარი შთაბეჭდილებების და ემოციები „პოსტსკრიპტუმის“ მაყურებლებს გაუზიარეს.
ავტორი: რუსკა გიორგაძე.