18 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
ურეკში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

ხანძარს ურეკში 90 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის კოტეჯს გამთენიას გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.

მოხუცი მამაკაცი შენობაში მარტო იმყოფებოდა, ის მეზობლებმა აივანზე უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

ცხედარი ბათუმის პროზექტურაშია გადასვენებული.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. 

დღის ამბები