გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე ინსპექტორი, სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციის თანამშრომელი შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ნარკოტიკული თრობის შემოწმების მიზნით გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, რა დროსაც მას ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა. ის სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მოსამართლის დადგენილების საფუძველზე.