18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"ავიასერვისის" კუთვნილი შვეულმფრენი ყაზბეგში ავარიულად დაეშვა

"ავიასერვისის" კუთვნილი შვეულმფრენი ყაზბეგში ავარიულად დაეშვა. შვეულმფრენი, რომელსაც ტურისტების ჯგუფი სიონის ხეობაში გადაჰყავდა, მთაზე დაშვებისას დაზიანდა და აფრენა ვეღარ მოახერხა.

4 ტურისტი, ერთი გიდი და ერთი პილოტის გამოყვანა შემთხვევის ადგილიდან მეორე შვეულმფრენით მოხერხდა.

ავარიულად დაშვებული შვეულმფრენის ექსპლუატირებას კომპანია „ავიასერვისი“ ახორციელებდა, რომელსაც მგზავრები "ყაზბეგი ჰელიკოპტერსის" დაკვეთით გადაჰყავდა.

შემთხვევაზე მოკვლევა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა დაიწყოს. 

„გუდაური ჰელი სქაის“ დამფუძნებელი, ვახტანგ ასათაშვილი გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ამბობს, რომ შვეულმფრენის ავარიულად დაშვება შესაძლოა ამინდის გამო მომხდარიყო.

„მთაზე დაჯდა თოვლში. თოვლის ზედაპირზე ცალი მხარი ჩავარდა, ვერტმფრენი გადაყირავდა... ხალხი ამოვიყვანეთ ვერტმფრენიდან, მეორე ვერტმფრენით შევედით, ამოვიყვანეთ ყველა და ის ვერტმფრენი ზევით არის... ტექნიკური გაუმართაობა გამორიცხულია, სავარაუდოდ, იქნება ან ამინდი ან მფრინავი. არ ვიცი, მიჭირს რამე ვთქვა, სანამ ექსპერტიზა არ იტყვის,“ - განაცხადა ვახტანგ ასათაშვილმა. 

დღის ამბები