ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ყაზბეგში შვეულმფრენის ავარიულად დაშვებასთან დაკავშირებით გააკეთა.
გენადი არველაძის თქმით, ტურისტები ამჟამად უკვე სასტუმროში იმყოფებიან. არველაძე აღნიშნავს, რომ შვეულმფრენი ავარიულად ექსცესების გარეშე დაეშვა.