18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
თბილისში მოძრავი ავტობუსების უმეტესობამ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მანქანების ტექდათვალიერების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით თბილისში იმ მანქანების 76%, რომელსაც სავალდებულო ტექდათვალიერება უკვე ეხება, 2016 წელს ასეთი შემოწმება საერთოდ არ გაუვლია. პოლიციის რეაგირება კი ამ დარღვევაზე შეუსაბამოა. დასკვნის მიხედვით დაჯარიმებულია დამრღვევი ავტომფლობელების მხოლოდ 14%.

აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ირკვევა, რომ თბილისის მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკისა და ცვეთის გამო, ტექნიკურ დათვალიერებას საერთოდ ვერ გაივლის. 

„ავტობუსების უმეტესობამ ტექნიკური ინსპექტირება ვერ გაიარა. ასევე მიკროავტობუსების დაახლოებით 25-დან 40 %-მდე 2016-2017 წლებში საერთოდ არ გამოცხადებულა ასეთი ტექნიკური შემოწმების გასავლელად,“-აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე კი აცხადებს, რომ არსებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მზად რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს, ამიტომ მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს.

დღის ამბები