18 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
"რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ეხმაურება

ე.წ. ქართული მარშის წევრების მიერ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ განცხადებით ეხმაურება.

მესამე სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ ფარგლებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან “ქართული  მარშის” წარმომადგენლების მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს.“

„სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.“

„ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.“

„იმავდროულად, მისასალმებელია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება  ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე.“

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)

საზოგადოება და ბანკები

დღის ამბები