ტერიტორია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე აქვს გატანილი, დღეს საყდრისში მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საყდრისის გადასარჩენად გაერთიანებული 14 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმ ტერიტორიამდე ცდილობდნენ მისვლას, რომელიც ხვალიდან შესაძლო RMG GOLD იჯარით გადაეცეს. სამოქალაქო სექტორის განცხადებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანია ადგილზე უკვე აწარმოებს სამუშაოებს.
კომპანიაში კი კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ აუქციონზე გამოტანილ ტერიტორიას იყენებენ და ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს არასწორი კოორდინატები აქვთ.