პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს.
ის მიიჩნევს, რომ ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი ასე არ ექცევა ჟურნალისტებს. თაკო ჩარკვიანი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათ უკან დგას რუსული ფინანსი და რუსი ქილერები, რომლებიც მართლა პატრიოტებს ისტუმრებენ ამ ქვეყნიდან. 26 მაისის ამბები რომ იყო აი იქიდან დაწყებული დავიწყეთ გამოძიება გარკვეულმა ადამიანებმა. შეგვრჩა უბინძურესი ბრიგადა. ერთი არის რომ ვიღაცა იყოს ოპოზიციაში და არ მოსწონდეს რაღაცა და მეორე არის, რომ აი ამ უბინძურეს დაფინანსებულ ორგანიზაციას გაჰყვეს ადამიანი. ესენი ის ხალხი არიან, ვინც სისტემატიურად იკიდებს დიდ ტვირთს საქართველოში, რასაც ჰქვია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოძრაობა,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.