სახალხო დამცველი "რუსთავი 2"-ზე განხორციელებულ თავდასხმას აფასებს და აცხადებს, რომ მისი უწყება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს დააკვირდება.
„ფაქტიურად ბოლო წლების განმავლობაში იშვიათად იყო ინფორმაცია ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალიან სამწუხაროა, რომ მძიმე ინციდენტი მოხდა და სახალხო დამცველი მიადევნებს თვალ-ყურს იმას, რომ დროულად მოხდეს გამოძიება, მოხდეს სწორი კვალიფიკაცია ჟურნალისტზე თავდასხმის და ყველა პირი მიეცეს შესაბამის პასუხისგებაში,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.