ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, სახლის მეორე სართულიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი სახლის სახურავს ცვლიდა, რა დროსაც ის გადმოვარდა და კიბის სახელურზე დაეცა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. მედიკოსებმა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა 32 წლის მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.