18 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
მესტიაში ადგილობრივები "მესტია ჭალა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ

მესტიაში ადგილობრივები ესტია ჭალა ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობის მოწინააღმდეგეები ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ მესტიის მუნიციპალიტეტის სამ წევრს თანამდებობა დაატოვებინეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა უსაფრთხოა, თუმცა, მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

ამ დრომდე მესტიის მერს კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები