18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
მოსამართლეებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სასამართლო რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები განიხილეს

სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მოსამართლეებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

შეხვედრაზე მოსამართლეთა უვადო გამწესების საკითხი და მეოთხე ტალღის რეფორმაც განიხილეს.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდა.

„ჩვენ განვიხილეთ სამომავლო პროცესი, რომელიც დაკავშირებულია სასამართლო რეფორმასთან. ჩვენ ვთხოვეთ თითოეულ მონაწილეს, რომ შემდგომ შეხვედრამდე წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები იმ ორ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას სასამართლო რეფორმის ფარგლებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები