18 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაცია სამუშაოების შეწყვეტის პროცესს განმარტავს

აგარის შაქრის მწარმოებელი კომპანიის ადმინისტრაცია სამუშაოების შეწყვეტის პროცესს განმარტავს.

ქარხნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წარმოება მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ვარდნამ და საქართველოში დიდი რაოდენობით იმპორტირებული თეთრი შაქრის შემოსვლამ განაპირობა.

"ქარხნის შესაძლო ამუშავებისთვის საჭიროა, მიღებულ იქნას რიგი კანონპროექტები კომპლექსური მოქმედებისათვის, რომელიც აშკარაა, სწრაფად, მოკლე დროში ვერ მოხდება. ხოლო, თუ უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ნედლეულის გაიაფება მოხდა, მეპატრონე მზადაა, დაუყოვნებლივ აამუშაოს ქარხანა, რაც რეალურად მოსალოდნელია. ანალოგიურად მოვახერხეთ 2017 წლის ივნისში გაჩერებული ქარხნის ამუშავება," - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ქარხნის ადმინსიტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ქარხნის გაჩერება ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის გადამამუშავებელი აპარატების დასადგმელად მოხდა.

დღის ამბები