18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ყავის ფალსიფიცირების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ყავის ფალსიფიცირების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით ფალსიფიცირებულ ყავას აწარმოებდა და პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ახდენდა.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები