18 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პირველი გიგა ოთხოზორიას მკვლელი - რაშიდ კანჯი ოღლი, ჩაიწერება

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პირველი რაშიდ კანჯი ოღლი ჩაიწერება. ის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაშია ბრალდებული. ე.წ. შავი სიის დანარჩენი სახელები და გვარები ამ დროისთვის უცნობია.

პარლამენტი მთავრობისგან ითხოვს, საგანგებო სიაში საოკუპაციო რეჟიმის ყველა ის წარმომადგენელი შეიყვანოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაშია ბრალდებული.

ამ ეტაპზე ღიად რჩება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელ უწყებას უნდა დაევალოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შედგენა. სწორედ რეზოლუციის ამ ნაწილში ითხოვს მეტ კონკრეტიკას ნაციონალური მოძრაობა.  

ევროპულ საქართველოში ვარაუდობენ, რომ ამ მიმართულებით დოკუმენტაციის მომზადება შინაგან საქმეთა სამინიტროს და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწევს.

კიდევ ერთი უწყება, რომელსაც რეზოლუციის მიღების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებასთან სანქციების დაწესებისთვის მუშაობა დაევალება, საგარეო საქმეთა სამინისტროა. ქართველმა დიპლომატებმა უნდა მოსთხოვონ უცხოელ კოლეგებს, შავის სიაში შეყვანილი პირებისათვის სავიზო სანქციების დაწესება და ანგარიშების დაბლოკვა.

კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელსაც რეზოლუციის პროექტზე რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, პატრიოტთა ალიანსია. ფრაქციაში არ მალავენ, რომ დოკუმენტის ტექსტი არ მოსწონთ, მაგრამ საბოლოო პოზიციას რეზოლუციასთან დაკავშირებით ხვალ სხდომაზე გამოაცხადებენ.

დღის ამბები