26-დღიანი მძიმე მოლოდინი დასრულდა. ამ წუთებში ერგნეთში ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, ცოტა ხნის წინ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ქართველი ჯარისკაცის ცხედარი გადასცეს.
საოკუპაციო ზოლთან ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. ერგნეთში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლებიც.
ნეიტრალურ ტერიტორიაზე ასევე მივიდა სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.