18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
ტატუნაშვილის ცხედარს თბილისში ექსპერტიზისთვის გადაასვენებენ

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გადმოეცა.  ის უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, ცხედარს თავდაპირველად გადაასვენებენ თბილისში, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება და ამის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილს საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიასვენებენ.

„განხორციელდება ექსპერტიზა, რის შემდგომაც რამდენიმე საათში შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს არჩილ ტატუნაშვილის გადასვენება მის საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, მოხდეს სრული გამოძიება. გამოვლინდეს დამნაშავე და მოხდეს მისი დასჯა,“ - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ერგნეთში. 

დღის ამბები