რუსთავი2-სა და არხის ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ საზოგადოებაში კითხვები ჩნდება.
ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის რეაქცია მისთვის არასაკმარისი და არაადეკვატური იყო. მისთვის მოულოდნელი იყო ასევე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებული კომენტარები.
ე.წ. ქართული მარშის წევრები გუშინ რუსთავი2-ს თავს დაესხნენ და გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.
ე.წ. ქართული მარში, რომელიც თავს ანტილიბერალურ სახალხო მოძრაობას უწოდებს, თავის მისიად საქართველოს ეროვნული ღირებულებების სადარაჯოზე დგომად ასაღებს. გასული 200-წლიანი გამოცდილებით, ადამიანის პატრიოტულ გრძნობებზე თამაში, პრიმიტივიზმის მიუხედავად, კარგად მუშაობს.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი, დავით ზურაბიშვილი, მიიჩნევს, რომ ხელისუფლების თანამშრომლობა ფაშისტურ-ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან გააქტიურდა.
მომხდარი დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ე.წ. ქართული მარშის 6 წევრი აიყვანა. ყველა მათგანი სასამართლო პროცესამდე თავისუფალია.