18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
5 მილიონ 056 320 ათასი ლარი - საყდრისის მიწის აუქციონში 14 ოპოზიციურმა გაერთიანებამ გაიმარჯვა

10-საათიანი აუქციონი დმანისში 16 ჰექტარი მიწის იჯარის გაცემასთან დაკავშირებით დასრულდა. RMG GOLD-ს ერთადერთი კონკურენტი - 14 პარტიის გაერთიანება ჰყავდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ვაჭრობა არ შეჩერებულა და ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საბოლოოდ აუქციონზე 5 056 320 ლარი დაფიქსირდა და ეს არის საბოლოო თანხა, რომელზეც აუქციონი შეწყდა და RMG ჯგუფმა აუქციონში მონაწილეობა შეწყვიტა. აუქციონში გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები გახდნენ. 

ოპოზიციური პარტიები 45 დღის განმავლობაში გეგმავენ, რომ ჩავიდნენ ადგილზე და ჩაატარონ აზომვითი სამუშაოები. ისინი ასევე გეგმავენ, რომ გამართონ კამპანია იმისთვის, რათა თანხის შეგროვება მოხდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მნიშვნელოვნად იმ ფაქტს მიიჩნევენ, რომ კომპანიამ, რომელსაც 15 ათას ლარად უნდა შეეძინა ტერიტორია, საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია.

დღის ამბები