18 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - რუსთავი2-ის იურისტი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

„სამართალდამცავი ორგანოების მიდგომის შედეგად ჩამოყალიბდება სიტუაცია, რომ ან ასეთი ექსტრემისტული დაჯგუფებები გააგრძელებენ მომავალში დანაშაულების ჩადენას, რაც მათ არაერთხელ ჩაიდინეს უკვე, ან მათ მიმართ იქნება გატარებული შესაბამისი ზომები,“ - ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის იურისტმა არხის ჟურნალისტებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გააკეთა.

დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ თავდამსხმელი პირები სათანადოდ დაისჯებიან, შეწყდება მათი მხრიდან მსგავსი ქმედებები.

იურისტი ამბობს, რომ აუცილებელია, გადაკვალიფიცირდეს საქმეც, რადგან ნებისმიერი სიტუაციაში ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა ნიშნავს ადამიანისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რაც გიორგი გაბუნიას შემთხვევაში იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები